რობერტ მიულერმა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ბრალი ხელმეორედ წაუყენა
რობერტ მიულერმა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ბრალი ხელმეორედ წაუყენა

აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ პოლ მანაფორტს ბრალი ხელმეორედ წაუყენა.

სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში განთავსებული დოკუმენტების თანახმად, საქმე ამჯერად ეხება პოლ მაფორტსა და მის უკრაინელ ბიზნეს-პარტნიორ კონსტანტინ კილიმნიკს, რომელიც მანაფორტის ოფისს კიევში ხელმძღვანელობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მანაფორტსა და კილიმნიკს ბრალი ედებათ გამოძიებისათვის ხელის შეშლის მცდელობაში.

რობერტ მიულერი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის ფაქტს იძიებს.

დატოვე კომენტარი