რობერტ ლევანდოვსკი „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში დაწინაურდა
რობერტ ლევანდოვსკი „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში დაწინაურდა

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის 27-ე ტურში, „აინტრახტთან“ 5:2 მოგებულ მატჩში ერთი გოლი გაიტანა. ამით, პოლონელმა თავისი გოლების რიცხვი 27-მდე აიყვანა. ლევანდოვსკი სათავეში ჩაუდგა „ოქრო ბურთისთვის“ ბრძოლას – მან „ლაციოს“ თავდამსხმელს, ჩირო იმობილეს გაუსწრო.

მესამე ადგილზეა „დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი, რომელმაც ამ სეზონში 16 გოლი „ზალცბურგის“ რიგებში გაიტანა, 10 – „დორტმუნდში“.

გასულ სეზონში „ოქროს ბურთი“ „ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ მოიპოვა.