რობერტ ლევანდოვსკი - ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალი მსაჯების შეცდომების გამო წავაგე #1TVSPORT
რობერტ ლევანდოვსკი - ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალი მსაჯების შეცდომების გამო წავაგე #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ საკუთარი აზრი დააფიქსირა VAR-ის სისტემაზე, ასევე ილაპარაკა მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ გამართვის იდეაზე.

„ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალი და ერთი მეოთხედფინალი მაქვს წაგებული მსაჯების შეცდომების გამო. არადა, შეგვეძლო ფინალში გავსულიყავით და ტურნირიც მოგვეგო. ვფიქრობ, VAR კარგი სისტემაა, თუ მას სწორად გამოიყენებენ.

მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ? მე არ ვარ ამ იდეის ფანი. ისედაც ბევრ მატჩს ვთამაშობთ, ბევრი დატვირთული კვირის გადატანა გვიწევს. მომავალზე უნდა ვიფიქროთ: თამაშის ხარისხი დაეცემა, რადგან ფეხბურთელებს დასვენება ესაჭიროებათ. მე არ მგონია, რომ შესაძლებელია მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელში ჩატარება“, – განაცხადა პოლონელმა ფეხბურთელმა.