რობერტ კობლიაშვილი ევროპის ჩემპიონია [ვიდეო]

საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრმა რობერტ კობლიაშვილმა ( 87კგ) რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში რუსი ბეკხან ოზდოევი დაამარცხა და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე პირველი ოქროს მედალია.

რობერტ კობლიაშვილი შეჯიბრზე ევროპის ვიცე-ჩემპიონის რანგში ჩავიდა და ამჯერად უკვე ოქროს მედალი დაისაკუთრა.

დღესვე ბრინჯაოს მედალი ნუგზარ წურწუმიამ ( 55კგ) მოიპოვა, რომელმაც ფინალში 6:6-ზე რუსი ვასილი ტოპოევი დაამარცხა.