რობერტ ფიცოს თვითმფრინავს ბრიუსელის აეროპორტში ავტომობილი შეეჯახა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს თვითმფრინავს ბრიუსელის აეროპორტში ავტომობილი შეეჯახა და ის სერიოზულად დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას ფიცო სოციალურში ავრცელებს.
მისი თქმით, თვითმფრინავი ვარგისი აღარ არის.
„დაზიანებული თვითმფრინავები და ევროკავშირის გაფართოების საკამათო სამიტი, რომელსაც სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი სამართლიანად არ დაესწრო პროტესტის ნიშნად. ასე დავიწყეთ დღეს ბრიუსელში… ბრიუსელში გამართული მომთხოვნი სამიტი კარგად არ დაიწყო. კიბეებით აღჭურვილმა ავტომობილმა ჩვენი თვითმფრინავი იმდენად დააზიანა, რომ ის ფრენისთვის ვარგისი აღარ არის და აქ უნდა დავტოვოთ,“ – წერს რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში.
DAMAGED AIRCRAFT AND A CONTROVERSIAL SUMMIT ON EU ENLARGEMENT, WHICH THE SERBIAN PRESIDENT A. VUČIĆ RIGHTLY DID NOT ATTEND IN PROTEST. THIS IS HOW WE STARTED TODAY IN BRUSSELS…
The demanding summit in Brussels did not get off to a good start. At the airport, a vehicle with… pic.twitter.com/0rcrLUK0t9
— Robert Fico 🇸🇰 (@RobertFicoSVK) December 17, 2025