რობერტ ფიცომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის მხარდაჭერისთვის გარკვეული პირობა წამოაყენა
რობერტ ფიცომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის მხარდაჭერისთვის გარკვეული პირობა წამოაყენა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის მხარდაჭერისთვის გარკვეული პირობა წამოაყენა.

როგორც რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში დაწერა, სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს, თუ ევროკომისია რეალურ გადაწყვეტილებას არ შესთავაზებს იმ კრიზისული სიტუაციის მოსაგვარებლად, რომელშიც სლოვაკეთი აღმოჩნდება რუსეთიდან გაზის, ნავთობისა და ბირთვული საწვავის მიწოდების სრულად შეწყვეტის შემთხვევაში.

ევროკავშირში ყველა წევრ ქვეყანას აქვს ვეტო-ს უფლება, რაც ნიშნავს, რომ სანქციების ახალი პაკეტის მისაღებად საჭიროა ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა.

შეგახსენებთ, დღეს ევროკომისიამ სანქციების მე-18 პაკეტი წარადგინა, რომელიც მოსკოვის ენერგეტიკის სექტორის, საფინანსო ინსტიტუტებისა და სამხედრო ინდუსტრიის წინააღმდეგ იქნება მიმართული.