რობერტ ფიცო - ვლადიმირ პუტინი სლოვაკეთს დაჰპირდა, რომ „გაზპრომი“ კონტრაქტით გათვალისწინებული გაზის მიწოდების ალტერნატიულ გზებს იპოვის
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სლოვაკეთს დაჰპირდა, რომ „გაზპრომი“ კონტრაქტით გათვალისწინებული გაზის მიწოდების ალტერნატიულ გზებს იპოვის, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.
ფიცოს თქმით, გაზის ნაწილის მიწოდება თურქეთის გავლით, სამხრეთის ნაკადით არის შესაძლებელია, ნაწილის – კი დასავლეთ ევროპიდან.
„ჩვენ შეგვიძლია, ნაწილი სამხრეთის ნაკადით მივიღოთ, თუმცა ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს მარაგი, სლოვაკეთის მოხმარება უზრუნველყოფილია. პრეზიდენტმა პუტინმა გარანტია მოგვცა, რომ ისინი შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს – მოსწონს თუ არა ეს ბატონს ოპოზიციიდან, რადგანაც როდესაც თქვენ რუსეთს ხედავთ, თქვენ ეშმაკს ხედავთ, სხვა არაფერს – რუსეთი ყოველთვის იყო სანდო პარტნიორი ენერგომომარაგების კუთხით“, – განაცხადა ფიცომ საპარლამენტო კომიტეტის წინაშე გამოსვლისას.
უკრაინის ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან რუსული გაზის ტრანზიტი შეწყვიტა. რობერტ ფიცო 22 დეკემბერს იმყოფებოდა მოსკოვში და ვლადიმირ პუტინს უკრაინის გავლით რუსეთის გაზის ტრანზიტზე ესაუბრა.