რობერტ ფიცო - ტრამპი-პუტინის შეხვედრამ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების სტანდარტიზაცია დაიწყო და იგივე ნაბიჯია საჭირო ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებშიც
რობერტ ფიცო - ტრამპი-პუტინის შეხვედრამ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების სტანდარტიზაცია დაიწყო და იგივე ნაბიჯია საჭირო ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებშიც

ტრამპი-პუტინის შეხვედრამ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების სტანდარტიზაცია დაიწყო და იგივე ნაბიჯია საჭირო ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებშიც – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, პრეზიდენტებმა ალასკაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყეს და ეს არის პროცესი, რომელიც ასევე დიდი ხაფანგია ევროკავშირისთვის.

„მომდევნო დღეები გვიჩვენებს, მხარს დაუჭერენ თუ არა კავშირის მთავარი მოთამაშეები ამ პროცესს და უკრაინის კონფლიქტს სწრაფ დასრულებამდე მიიყვანენ. ან გაგრძელდება თუ არა ევროპული სტრატეგია, რომელიც ამ კონფლიქტის მეშვეობით რუსეთის დასუსტებას ცდილობს კიევისთვის ყველა შესაძლო დახმარების გაწევით“, – განაცხადა ფიცომ