რობერტ ფიცო – სრული პატივისცემით ვითვალისწინებ უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას და მზად ვარ ინტენსიური თანამშრომლობისთვის ახალ პრემიერ-მინისტრთან

10:47, 13.04.2026

სრული პატივისცემით ვითვალისწინებ უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას და მზად ვარ ინტენსიური თანამშრომლობისთვის უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო წერს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„სრული პატივისცემით ვითვალისწინებ უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში და მზად ვარ ინტენსიური თანამშრომლობისთვის უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც ვულოცავ არჩევნების შედეგებს“, – წერს ფიცო სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, სლოვაკეთის მთავრობის მიზნები უცვლელი რჩება.

„ჩვენ ერთგული ვართ უნგრეთთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების. სლოვაკეთის მთავრობა მხარს უჭერს „ვიშეგრადის ჯგუფის“ ფორმატის აღორძინებას. მხარს ვუჭერთ უნგრეთთან ერთად ჩვენი ენერგეტიკული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით ერთობლივ მიდგომას. მჯერა, რომ სლოვაკეთის, უნგრეთისა და მთლიანად ცენტრალური ევროპის მხრიდან „დრუჟბის“ მილსადენის მუშაობის აღდგენის მიმართ კვლავ დიდი ინტერესი არსებობს“,- აცხადებს რობერტ ფიცო.

მსგავსი