რობერტ ფიცო – ქვეყანაში ნავთობის სფეროში საგანგებო მდგომარეობა, შესაძლოა, მომავალ კვირას გაუქმდეს

15:29, 01.04.2026

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ნავთობის სფეროში საგანგებო მდგომარეობა, შესაძლოა, მომავალ კვირას გაუქმდეს.

ფიცოს თქმით, ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ, Slovnaft-მა სახელმწიფო რეზერვებში ნავთობის დაბრუნება უკვე დაიწყო და მომდევნო კვირაში ყველა რეზერვი შეივსება.

როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, ქარხანა აპრილის შუა რიცხვებიდან სრული სიმძლავრით იმუშავებს.

ევროკომისიასაც უნდა მივმართოთ, შეწყვიტოს ეს უაზრო, მავნე, იდეოლოგიური პოლიტიკური თამაშები და აიძულოს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, არ დააზიანოს ევროპა. Slovnaft-ის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე დაიწყო ნავთობის ჩვენს რეზერვებში დაბრუნება, ყველა რეზერვი შეივსება და თუ ეს ოთხშაბათს მოხდება, შეგვიძლია, მოვხსნათ ნავთობის სფეროში საგანგებო მდგომარეობა, რაც უნგრეთს, ჩეხეთს და სხვა მეზობელ ქვეყნებსაც დაეხმარება“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.

მსგავსი