რობერტ ფიცო პეტერ მადიარს პასუხობს - უნგრეთს ჩრდილოეთით სუვერენული სლოვაკეთი ესაზღვრება, უხეში სიტყვები არავის დაეხმარება, ჩვენ გვჭირდება საღი აზრი და პრაგმატიზმი
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, უნგრეთს ჩრდილოეთით სუვერენული სლოვაკეთი ესაზღვრება.
რობერტ ფიცო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, „უნგრეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც საკუთარ თავს ესაზღვრება“.
რობერტ ფიცოს თქმით, „უხეში სიტყვები არავის დაეხმარება, ისინი მხოლოდ დაძაბულობას ზრდიან. ჩვენ გვჭირდება საღი აზრი და პრაგმატიზმი“.
პეტერ მადიარის განცხადებას სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ვერ იღებს ისტორიის მსგავს ხედვას.
„არა, პატივცემულო უნგრეთის პრემიერ-მინისტრო. თქვენი და, შესაბამისად, ჩვენი საზღვრები მკაფიოდ განისაზღვრა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ტრიანონში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების წყალობით და კვლავ დადასტურდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სადაც, სხვათა შორის, უნგრეთი დამარცხებულების მხარეს იდგა“, – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.