რობერტ ფიცო - მხარს დავუჭერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შესახებ რეფერენდუმს, თუ ქვეყანაში ასეთი რეფერენდუმი ჩატარდება, სანქციები შავი ჭირის მსგავსია
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შესახებ რეფერენდუმს, თუ ქვეყანაში ასეთი რეფერენდუმი ჩატარდება.
„სანქციები შავი ჭირის მსგავსია და მე უარვყოფ სანქციების პოლიტიკას“, – განაცხადა რობერტ ფიცომ და აღნიშნა, რომ დაწესებული სანქციები ევროპას აზიანებს, ხოლო რუსეთი სანქციებს სწრაფად შეეგუა.
რობერტ ფიცოს თქმით, ისეთი სანქციები თუ დაწესდება, რომლებიც სლოვაკეთს დააზიანებს, მათ ვეტოს დაადებს.
მაისის დასაწყისში სლოვაკური გამოცემა Dennik N-ი წერდა, რომ ორგანიზაცია „სლოვაკური აღორძინების მოძრაობამ“ სლოვაკეთის პრეზიდენტს, პეტერ პელეგრინის პეტიცია წარუდგინა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების თაობაზე რეფერენდუმის გამოცხადების მოთხოვნით.