რობერტ ფიცო - ევროკავშირი იმდენ ენერგიას რომ ხარჯავდეს მშვიდობაზე, რამდენსაც უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ხარჯავს, ომი შესაძლოა, დიდი ხნის წინ დასრულებულიყო
რობერტ ფიცო - ევროკავშირი იმდენ ენერგიას რომ ხარჯავდეს მშვიდობაზე, რამდენსაც უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ხარჯავს, ომი შესაძლოა, დიდი ხნის წინ დასრულებულიყო

ევროკავშირი იმდენ ენერგიას რომ ხარჯავდეს მშვიდობაზე, რამდენსაც უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ხარჯავს, ომი შესაძლოა, დიდი ხნის წინ დასრულებულიყო, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

ფიცოს თქმით, სლოვაკეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის მიზანი რუსეთის დამარცხება არ არის.

„სლოვაკეთის რესპუბლიკის, სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის, რომლის პრემიერ-მინისტრიც მე ვარ, საგარეო პოლიტიკის მიზანი არ არის რუსეთის დამარცხება. ჩვენი მიზანია უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება. ომი გამოსავალი არ არის“, – განაცხადა ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა ევროკავშირის მიდგომა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმართ.

„ევროკავშირი იმდენ ენერგიას რომ ხარჯავდეს მშვიდობაზე, რამდენსაც უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ხარჯავს, ომი შესაძლოა, დიდი ხნის წინ დასრულებულიყო“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.