რობერტ ფიცო – არ მინდა, რომ სლოვაკეთი სამხედრო კონფლიქტის ნაწილი გახდეს ნატო-ს რაღაც მე-5 მუხლის გამო

09:18, 18.09.2026

არ მინდა ომი ნატო-ს რაღაც მე-5 მუხლის გამო, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსის მოკავშირე რომელიმე ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში სლოვაკეთი არ აპირებს ნატო-ს მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

ამასთან, ფიცო ევროპელ ლიდერებს „საომარ რიტორიკაში“ ადანაშაულებს.

„წარმოგიდგენიათ, რომ ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლი ამოქმედდეს? შეუძლია ვინმეს ამის წარმოდგენა? შეუძლია ვინმეს წარმოიდგინოს, რომ ისინი გვეტყოდნენ: მოამზადეთ 5 000, 10 000 ჯარისკაცი და ისინი სადმე წავლენ საბრძოლველად. ჩვენ არც  გვეცოდინება ვისთან, რატომ და რისთვის. მე არ მინდა, რომ სლოვაკეთი რაიმე სამხედრო კონფლიქტის ნაწილი გახდეს ნატო-ს რაღაც მე-5 მუხლის გამო. როგორც პრემიერ-მინისტრი ყველაფერს გავაკეთებ, რომ სლოვაკეთი არასდროს ჩაითრიონ სამხედრო კონფლიქტში“, – აღნიშნა ფიცომ.

მანამდე ფიცომ განაცხადა, რომ ევროპა ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. მისივე თქმით, ევროპაში არსებული ვითარება განსაკუთრებით მძიმე და დაძაბულია.

მსგავსი