რკინიგზის ინფორმაციით, აბაშის რკინიგზის საფეხმავლო ხიდზე, რამდენიმე აქტივისტი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან ერთად, გაფრთხილების გარეშე, უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით ხიდიდან ბანერის გადაკიდებას ითხოვდნენ 
რკინიგზის ინფორმაციით, აბაშის რკინიგზის საფეხმავლო ხიდზე, რამდენიმე აქტივისტი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან ერთად, გაფრთხილების გარეშე, უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით ხიდიდან ბანერის გადაკიდებას ითხოვდნენ 

„საქართველოს რკინიგზა“ მოუწოდებს და აფრთხილებს ყველას თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და დაიცვან უსაფრთხოების ზომები, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა განცხადებას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მათი ინფორმაციით აბაშის რკინიგზის საფეხმავლო ხიდზე მომხდარს უკავშირდება.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დღეს დილით, აბაშის რკინიგზის საფეხმავლო ხიდზე, რამდენიმე აქტივისტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან ერთად, ყოველგვარი გაფრთხილებისა და წინასწარი შეთანხმების გარეშე ითხოვდნენ ხიდიდან დიდი ზომის ბანერის გადაკიდებას.

„დღეს დილით, 09:15 საათზე აბაშის რკინიგზის საფეხმავლო ხიდზე, რამდენიმე აქტივისტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან ერთად, ყოველგვარი გაფრთხილებისა და წინასწარი შეთანხმების გარეშე და უსაფრთხოების ნორმების სრული უგულებელყოფით, ითხოვდნენ ხიდიდან დიდი ზომის ბანერის გადაკიდებას. აქტივისტებსა და ჟურნალისტებს განემარტათ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ტერიტორიაზე გადის არაერთი მაღალი ძაბვის ხაზი, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად ისინი არ დაემორჩილნენ რკინიგზის პასუხისმგებელი წარმომადგენლების მოთხოვნებს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს მათ.

„საქართველოს რკინიგზა“ მოუწოდებს და აფრთხილებს ყველას თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და დაიცვან უსაფრთხოების ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს , რათა საფრთხე არ დაემუქროს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.