რკინიგზის გომი-აგარას გადასარბენზე მატარებელი მამაკაცს დაეჯახა
რკინიგზის გომი-აგარას გადასარბენზე მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დღეს დილით, დაახლოებით 9:30 საათზე გომი-აგარას გადასარბენზე მამაკაცს, რომელიც ლიანდაგზე გადადიოდა, ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს რკინიგზის ცნობით, სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

„საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს“, – აცხადებენ რკინიგზის ადმინისტრაციაში.

მომხდარის გამო შეყოვნდება ბორჯომი-თბილისის (#685) მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რის გამოც საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ბოდიშს უხდის.

მომხდარ ფაქტს შსს სსკ-ის 275-ის მე-3 ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევაა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.