რიყისა და ნარიყალის დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზამთრის განრიგზე გადადის

11:19, 31.10.2025

თბილისის მერიის ინფორმაციით, რიყისა და ნარიყალის დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზამთრის განრიგზე გადადის.

მათივე ცნობით, იცვლება რიყისა და ნარიყალის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაო საათები.

„პირველი ნოემბრიდან, 00:00 საათის ნაცვლად, საბაგირო გზა მუშაობას 22:00 საათზე დაასრულებს. უცვლელი დარჩება დილის დრო – 10:00 საათი“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

მსგავსი