რიყისა და ნარიყალის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს 5 აგვისტოს ვერ მოემსახურება

11:34, 04.08.2025

რიყისა და ნარიყალის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო 5 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბაგირო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 6 აგვისტოს განაახლებს.

„რიყისა და ნარიყალის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო 5 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება. საბაგირო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 6 აგვისტოს განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი