რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 10 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე რიყე – ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება.

მათივე ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება რეგლამენტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევრო ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ იგეგმება. სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად კომპანია “ლეიტნერის” სპეციალისტები ჩაატარებენ.

გარდა ამისა, აღნიშნული დროის მონაკვეთში საბაგიროს ორივე სადგურსა და სარემონტო ზონაში შეიცვლება ძველი იატაკის საფარის ფენა და ჩანაცვლდება ახლით.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

დატოვე კომენტარი