რივერ პლეიტის ფანები სტადიონზე პიროტექნიკის შესატანად ბავშვებს იყენებენ [ვიდეო]
„რივერ პლეიტის“ ფანებმა ნეგატიურად წარმოაჩინეს თავი ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებითი მატჩის წინ.
თამაში ჩაშლის პირას აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც „რივერის“ გულშემატკივრებმა „ბოკა ხუნიორსის“ ავტობუსს. ქვები დაუშინეს. გარდა ამისა, ცრემლსადენი აირი გამოიყენეს, რის გამოც „ბოკას“ რამდენიმე ფეხბურთელი შეუძლოდ გახდა.
მატჩის წინ განვითარებულ მოვლენებში კი ყველაზე ნეგატიური მომენტი გახდა ის, რომ „რივერის“ ფანები ბავშვებს იყენებდნენ იმისთვის, რომ აკრძალული „მონუმენტალის“ სტადიონზე პიროტექნიკა შეეტანათ. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
River Plate casually strapping flares to a little girl in order to sneak them into El Monumental stadium ahead of #CopaLibertadores final 2nd leg tonight #River #Bocapic.twitter.com/quAQrdlSwZ
— Danny Armstrong (@DannyWArmstrong) November 24, 2018
ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებითი მატჩის დაწყება ერთი საათით გადაიდო და 01:00-ზე დაიწყება. პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა.