რივერ პლეიტი ლიბერტადორესის თასის პირველი ფინალისტია [ვიდეო]
PORTO ALEGRE, BRAZIL - OCTOBER 30: Enzo Perez of River Plate celebrates with teammates after winning the match against Gremio as part of Copa Conmebol Libertadores 2018 at Arena do Gremio on October 30, 2018, in Porto Alegre, Brazil. (Photo by Lucas Uebel/Getty Images)
კოპა ლიბერტადორესის სკანდალური განმეორებითი ნახევარფინალის შემდეგ, ტურნირის პირველი ფინალისტი არგენტინული „რივერ პლეიტი“ გახდა. არგენტინელებმა, ორი მატჩის ჯამში, ბრაზილიური „გრემიო“ დაამარცხეს.
პირველი შეხვედრა ბუენოს აირესში გაიმართა და ბრაზილიელებმა 1:0 მოიგეს. საპასუხო მატჩში, 95-ე წუთამდე ანგარიში ფრე – 1:1 იყო, როდესაც მსაჯმა „გრემიოს“ კარში პენალტი დანიშნა. თერთმეტ მეტრიანი გონსალო მარტინესმა გამოიყენა.
— Drafts 2.0 (@drafts_2) October 31, 2018
„რივერი“ ფინალში გავიდა, მთავარი მსაჯი ანდრეს კუნია კი მოედნიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს. არბიტრთან ურთიერთობის გარკვევა „გრემიოს“ ფეხბურთელებს სურდათ.
— Drafts 2.0 (@drafts_2) October 31, 2018
ლიბერტადორესის თასის ფინალში, შესაძლოა, „რივერ პლეიტისა“ და „ბოკა ხუნიორსის“ დაპირისპირება ვიხილოთ, რადგან ნახევარფინალის პირველი შეხვედრაში „ბოკამ“ „პალმეირასი“ 2:0 დაამარცხა.