რისთვის არსებობს VAR-ი?! – კოტდივუარელმა დროგბამ ნორვეგიასთან მატჩის მსაჯი გააკრიტიკა #1TVSPORT
კოტ დ’ივუარის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, დიდიე დროგბამ გააკრიტიკა მსაჯი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში აფრიკელების და ნორვეგიის მატჩი განსაჯა.
მსაჯი იყო ხესუს ვალენსუელა (პორტუგეზა, ვენესუელა). ნორვეგიამ 2:1 მოიგო.
ვეტერანი თავდამსხმელის შეფასებით, ვენესუელელმა მთავარმა არბიტრმა, ხესუს ვალენსუელამ ნორვეგიელების კარში პენალტი არ დანიშნა.
„ნიკოლას პეპეს პენალტი არ დაუნიშნეს, მაშინ რისთვის არსებობს VAR-ი?!“ – დაწერა დროგბამ სოციალურ ქსელში.
დროგბას უკმაყოფილება მატჩის 78-ე წუთზე ნორვეგიის საჯარიმოში მომხდარმა ამბავმა გამოიწვია. კოტდივუარელმა თავდამსხმელმა, ნიკოლას პეპემ საჯარიმოში ბურთი მიიღო და ნორვეგიელ მცველს შეეჯახა, რაზეც მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა.