რიში სუნაკი - შესაძლოა, გაერთიანებულმა სამეფომ დატოვა ევროკავშირი, მაგრამ ვრჩებით ამაყ ევროპულ ერად და ერთად უნდა ვიმუშაოთ ღირებულებების დასაცავად, რაზეც ყველანი ვდგავართ
რიში სუნაკი - შესაძლოა, გაერთიანებულმა სამეფომ დატოვა ევროკავშირი, მაგრამ ვრჩებით ამაყ ევროპულ ერად და ერთად უნდა ვიმუშაოთ ღირებულებების დასაცავად, რაზეც ყველანი ვდგავართ

შესაძლოა, გაერთიანებულმა სამეფომ დატოვა ევროკავშირი, მაგრამ ჩვენ არ დავტოვებთ ევროპას. ვრჩებით ამაყ ევროპულ ერად და ერთად უნდა ვიმუშაოთ იმ ღირებულებების დასაცავად, რაზეც ყველანი ვდგავართ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა რეიკიავიკის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა იფიქრონ, როგორ მოახდინოს ევროპის საბჭომ რეაგირება დღევანდელ რეალობაზე.

„დღეს ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხი უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. რუსეთი როცა აწარმოებს აგრესიულ ომს ევროპის მიწაზე და ჩინეთი ძლიერდება, სამყარო სულ უფრო არასტაბილური ხდება. ჩვენს მსგავს დემოკრატიულ სახელმწიფოებში უნდა იყოს ნდობა, რათა შევძლოთ, ვითანამშრომლოთ და კონკურენცია გავუწიოთ მათ, ვინც არასტაბილურობას იწვევს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ მჭიდროდ ვმუშობთ ჩვენს მეგობრებთან ერთად მთელ ევროპაში. შესაძლოა, გაერთიანებულმა სამეფომ დატოვა ევროკავშირი, მაგრამ ჩვენ არ დავტოვებთ ევროპას. ჩვენ ვრჩებით ამაყ ევროპულ ერად და ერთად უნდა ვიმუშაოთ იმ ღირებულებების დასაცავად, რაზეც ყველანი ვდგავართ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა მოახდინოს ამ საბჭომ რეაგირება დღევანდელ რეალობაზე. ჩვენ დიდი მიზნები გამოვავლინეთ და განვდევნეთ რუსეთი შარშან, ერთად მოქმედებით, შეჭრიდან რამდენიმე დღეში. მოდით, ეს დინამიკა ჩავდოთ ჩვენ წინაშე არსებულ საკითხებში და ამ დარბაზიდან ხმამაღლა, მკაფიოდ გავაგზავნოთ მესიჯი, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენი ხანიც საჭირო იქნება“, – განაცხადა რიში სუნაკმა.

ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი რეიკიავიკში დღეს გაიხსნა.