რიში სუნაკი პარიზში ჩავიდა
რიში სუნაკი პარიზში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი პარიზში ჩავიდა, სადაც ემანუელ მაკრონთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორი ქვეყნის ლიდერის პირველი შეხვედრაა.

შეხვედრაზე ლიდერები ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და მიგრაციის საკითხზე იმსჯელებენ. სუნაკი პარიზში მატარებლით ჩავიდა.