რიში სუნაკი - ინფლაცია უფრო მდგრადია, ვიდრე ხალხი ელოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გზები, რაც ავირჩიეთ, არასწორია, კურსის დაცვა მოიცავს რთულ, გრძელვადიან გადაწყვეტილებებს, ეს სწორია ქვეყნისთვის
რიში სუნაკი - ინფლაცია უფრო მდგრადია, ვიდრე ხალხი ელოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გზები, რაც ავირჩიეთ, არასწორია, კურსის დაცვა მოიცავს რთულ, გრძელვადიან გადაწყვეტილებებს, ეს სწორია ქვეყნისთვის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, ბრიტანეთში არსებული ინფლაცია არ ნიშნავს, რომ მთავრობის პოლიტიკა არასწორია.

სუნაკის თქმით, საქმე როდესაც ინფლაციის შემცირებას ეხება, რთული გადაწყვეტილებების მიღება ხდება საჭირო, რაც გრძელვადიანი პროცესია, თუმცა, მისივე განცხადებით, ამას საბოლოოდ დადებითი შედეგი მოჰყვება.

„აშკარად ჩანს, რომ ინფლაცია უფრო მდგრადია, ვიდრე ხალხი ელოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გეგმები და პოლიტიკური გზები, რაც ავირჩიეთ, არასწორია. ის სწორია. ჩვენ უნდა განვაგრძოთ კურსის დაცვა. ეს არ არის ადვილი. ეს მოიცავს რთულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს გრძელვადიანი გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის არის სწორი, რადგან ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, ინფლაცია უბრალოდ გაუარესდება და უფრო დიდხანს გაგრძელდება“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ინფლაციის დაძლევა სუნაკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო თანამდებობის დაკავების შემდეგ. მედიის ცნობით, დიდ ბრიტანეთში ინფლაციის დონე ახლა 8.6% შეადგენს.