რიში სუნაკი – ალექსეი ნავალნიმ, როგორც რუსული დემოკრატიის ყველაზე ძლიერმა დამცველმა, წარმოუდგენელი გამბედაობა გამოიჩინა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება.
როგორც სუნაკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ალექსეი ნავალნიმ წარმოუდგენელი გამბედაობა გამოიჩინა.
„ეს საშინელი ამბავია. ალექსეი ნავალნიმ, როგორც რუსული დემოკრატიის ყველაზე ძლიერმა დამცველმა, წარმოუდგენელი გამბედაობა გამოიჩინა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან და რუსეთის მოსახლეობასთანაა, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა“, – წერს რიში სუნაკი.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ალექსი ნავალნი 47 წლის იყო. ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბოლო დროს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.
This is terrible news. As the fiercest advocate for Russian democracy, Alexei Navalny demonstrated incredible courage throughout his life.
My thoughts are with his wife and the people of Russia, for whom this is a huge tragedy. https://t.co/AQvQQW5GBh
— Rishi Sunak (@RishiSunak) February 16, 2024