რიში სუნაკი აცხადებს, რომ შეშფოთებულია რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმის გამო

22:06, 06.05.2024

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ამბობს, რომ შეშფოთებულია რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმის გამო.

სუნაკის თქმით, ნებისმიერი შეტევითი ქმედება საფრთხეს უქმნის რაფაჰში მშვიდობიან მოსახლეობას.

„მე ეს პუნქტები არაერთხელ გავიმეორე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან საუბრისას“, – თქვა სუნაკმა

მანამდე ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰზე იერიში განახორციელა.

სამიზნე ღაზის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე პერიმეტრი გახდა, კერძოდ კი, ალ შუკას, აბუ ჰალავასა და ალ სალამის ტერიტორიები.

მსგავსი