რიონმა გამორიყა კასრი, რომელშიც დამწვარი მამაკაცის გვამი აღმოჩნდა

18:57, 19.05.2018

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშთან, მდინარე რიონმა კასრი გამორიყა, რომელშიც მამაკაცის გვამი აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი დამწვარი იყო. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

შსს-ში აცხადებენ, რომ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი