რიონის ხეობაში რკინის ღობის აღმართვას აქციის მონაწილეები ღობეზე მუშტების ბრახუნით აპროტესტებენ
რიონის ხეობაში რკინის ღობის აღმართვას აქციის მონაწილეები ღობეზე მუშტების ბრახუნით აპროტესტებენ

საპროტესტო აქცია გრძელდება რიონის ხეობაში, სადაც პოლიციამ რკინის ღობე აღმართა. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები და მათი მხარდამჭერები პროტესტს ღობეზე მუშტების ბრახუნით გამოხატავენ.

მათი თქმით, ხელისუფლება რეპრესიულ მეთოდებს იყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

„ხელისუფლებას ვეტყვი, რომ ასეთი დიალოგი ხალხთან არ გამოგივათ. ეს კედელი თქვენ აღმართეთ ქართველ ერსა და თქვენს შორის და არასდროს არ მიგიღებთ ქართველი ერი. ისტორიაში ჩაიწერებით, როგორც სამშობლოს გამყიდველები და მოღალატეები. თქვენს შთამომავლობას გადაჰყვება თქვენი სახელი, როგორც მოღალატეების. ეს კედელი არასდროს არ იქნება, რადგან ჩვენს მიწაზე ვერავინ დაგვიდებს ბარიერებს. იქ ხვამლის მთაა, ხვამლის ძირში ჩემი სოფელი კერაა და ვერავინ გაბედავს, რომ ამიკრძალოს ამ მიწაზე თავისუფლად სიარული. მე ვარ ამ მიწის მეფეც, დედოფალიც და ამ მიწის ბატონ-პატრონიც“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს მაკა სულაძემ.

დატოვე კომენტარი