ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე სულ მალე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დრაფტში მიიღებს მონაწილეობას.
ბითაძის შესახებ საკუთარი მოსაზრება არაერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ გამოთქვა. ამჯერად 19 წლის ქართველი ცენტრის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული გამოცემა – რინგერი (The Ringer) წერს.
სტატიაში ვრცლად არის აღწერილი დრაფტის ყველა კალათბურთელი. გოგა რინგერმა მეცხრე ნომრად განათავსა, რაც უდიდეს წარმატებად უნდა ჩაითვალოს. აღწერაში ვრცლად არის დახასიათებული ბითაძის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ქართველი კალათბურთელი იუსუფ ნურკიჩს და ენეს კანტერს შეადარეს.