რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია

14:02, 25.02.2020

თბილისი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთზე გადაადგილების კუთხით შეზღუდვები მოხსნილია. ამ დროისთვის ყველა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია.

დაყრილია ტექნიკური მარილი და გზა გაწმენდილია.

რიკოთის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის გადაადგილება სამი საათის განმავლობაში შეზღუდული იყო.

მსგავსი