რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდვები მოიხსნა [ვიდეო]

რიკოთის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნა.

სატვითო ავტომანქანების მძღოლები, რომლებიც გზის გახსნას მთელი ღამის განმავლობაში ელოდებოდნენ,  რიკოთის გავლით გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ.

ცენტრალურ მაგისტრალზე, ორივე მიმართულებით გზა გაწმენდილია თოვლისგან, დაყრილია ტექნიკური მარილი.

„მოვხსენით შეზღუდვები მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის. ყველა სახის ტრანსპორტისთვის გზა თავისუფალია. ეტაპობრივად, ნელ-ნელა გამოუშვებენ ტრაილერებს, რომ არ შეიქმნას შეფერხება. მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით, ტექნიკა წმენდდა გზას, დაყრილია ტექნიკური მარილი“, – განაცხადა რიკოთის საინჟინრო ჯგუფის ტექნიკურმა დირექტორმა მიხეილ დოფიძემ.