რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდვები მოიხსნა
რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდვები მოიხსნა

რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების კუთხით შეზღუდვები მოიხსნა. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის 17:00 საათიდან მოძრაობა განახლდა. ამ დროისთვის რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია.

ცენტრალური მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთზე შეზღუდვები უამინდობის გამო გუშინ საღამოდან დაწესდა.

„მოვხსენით შეზღუდვები. ახლა მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია. ნელ-ნელა მოხდება სატვირთო მანქანების გამოტარება, რომ არ შეიქმნას პრობლემა გზაზე. ამ დროისთვის თოვამ იკლო და გზა გაიწმინდა. ტექნიკა რჩება ადგილზე“, – განაცხადა ტექნიკურმა ზედამხედველმა, მიხეილ დოფიძემ.