რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებენ (ფოტო/ვიდეო)

რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდის სამუშაოების გამო, სატვირთო ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

როგორც პირველ არხს სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა განუცხადეს, აღნიშნულ პერიმეტრზე გაჩერებულია დაახლოებით 30 სატვირთო ავტომობილი, რომელთა ნაწილს მალფუჭებადი საკვები პროდუქტი გადააქვს.

მძღოლების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილების ნაწილი რუსეთსა და ბაქოში მიემგზავრება, მეორე ნაწილი ერევანში.

აღნიშნულ მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილები გუშინ 22:00 საათზე გააჩერეს.

რაც შეეხება რიკოთის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას, ადგილზე ინტენსიურად თოვს, გზებზე დაყრილია მარილი და გზების გაწმენდით სამუშაოებს მძიმე ტექნიკა აწარმოებს.