რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვიდეოს ავრცელებს

12:03, 14.04.2023

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს.

„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობის ინტენსივობა ძალიან მაღალია. რაც შეეხება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთს, მოძრაობა თავისუფალია და ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებულია მხოლოდ ცალკეულ მონაკვეთებზე“, – ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მეწყერსაშიში პროცესებისა და ქვათაცვენის გამო, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება 30 მარტიდან ორჯერ აიკრძალა და მოძრაობა, რიკოთის ნაცვლად, გომი-საჩხერე-ჭიათურის გზით ხორციელდებოდა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ფერდის კომპლექსური შესწავლა დაიწყეს.

მსგავსი