რიკოთის გვირაბში ხვალ მოძრაობა შეიზღუდება
რიკოთის გვირაბში ხვალ მოძრაობა შეიზღუდება

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში ხვალ პროფილაქტიკური სამუშაოები ტარდება. ამის გამო, 12:00-დან 17:00 საათამდე გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, გვირაბთან, ორ სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.