რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ნატო-ს 2024 წლის ანგარიშში აღარ არის უკრაინისა და საქართველოს წევრობაზე წინა წლის მსგავსი ჩანაწერი
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ნატო-ს 2024 წლის ანგარიშში აღარ არის უკრაინისა და საქართველოს წევრობაზე წინა წლის მსგავსი ჩანაწერი. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც იოზვიაკი წერს, ნატო-ს გენერალური მდივნის 2024 წლის ანგარიშში აღარ არის ჩანაწერები, რომლებიც 2023 წლის ანგარიშში იყო.
კერძოდ, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, წლევანდელ ანგარიშში აღარ წერია, რომ „უკრაინის მომავალი ნატო-შია და ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას მომავალი წევრობის გზაზე; მოკავშირეები კვლავ მხარს უჭერენ ნატო-ში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებას“, – წერს იოზვიაკი.
NATO today published its annual report for 2024.
What is missing compared to 2023 report?“🇺🇦’s future is in NATO and that the Alliance will support Ukraine on its path toward future membership.”
“Allies remain committed to supporting the eventual NATO membership of 🇬🇪”
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) April 25, 2025