რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, ევროკომისიამ დაიწყო ანგარიშის მომზადება, სადაც რეკომენდაცია იქნება გაწევრიანებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება
ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიშის შედგენა დაიწყო, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს, – ამის შესახებ „რადო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წერს.
როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, მდგომარეობა ისეთია, რომ ანგარიშში რეკომენდაცია იქნება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ საკითხზე დეკემბერში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის კონსენსუსის მიღწევაა საჭირო.
ამასთან, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ანგარიშის მზადება ადრეულ ეტაპზეა, თუმცა იდეა ჯერ კიდევ არის „პირობითი“, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს დასჭირდება დარჩენილი და პოტენციურად ახალი პირობების შესრულება შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად – ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.
drafting of European Commission enlargement report due in 2nd half of Oct has started. state of play is that there will be recommendations for #Ukraine & #Moldova to start EU accession talks & #Georgia to get candidate status. But consensus of 27 EU members in Dec still needed
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) August 8, 2023