რიკარდ იოზვიაკი – ევროკავშირმა, უკვე დიდი ხანია, შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერი პროგრესის შესაძლებლობა, თუმცა საქართველო, სავარაუდოდ, დარჩება კანდიდატ ქვეყნად
უბრალოდ ორთქლის გამოშვება საქართველოს მთავრობისგან, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროკავშირმა, უკვე დიდი ხანია, შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერი პროგრესის შესაძლებლობა.
„თუმცა საქართველო, სავარაუდოდ, დარჩება კანდიდატ ქვეყნად. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ის გაუუქმეს, იყო ისლანდია, მას შემდეგ, რაც მან 2015 წელს ეს ითხოვა, წევრობის განაცხადის წარდგენიდან ექვსი წლის შემდეგ“, – წერს იოზვიაკი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „2028 წლის ბოლომდე არ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ვამბობთ ევროკავშირიდან გრანტზე, განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ მუდმივი შანტაჟის საშუალებას“.
just hot air from 🇬🇪 gov. the 🇪🇺 already suspended the possibility for any progress on EU accession long time ago. 🇬🇪 will likely remain a candidate country however. the only country that had this revoked was 🇮🇸 after it asked 🇪🇺 for it in 2015, 6 years after applying to join https://t.co/TBivgygyc8
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) November 28, 2024