რიკ პერი - ვაშინგტონი რუსული მაგისტრალური გაზსადენის პროექტზე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ სანქციებს გაამკაცრებს
რიკ პერი - ვაშინგტონი რუსული მაგისტრალური გაზსადენის პროექტზე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ სანქციებს გაამკაცრებს

ვაშინგტონი რუსეთის ევროპასთან დამაკავშირებელი მაგისტრალური გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტში ჩართულ კომპანიებზე სულ მალე სანქციებს გაამკაცრებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრმა რიკ პერიმ დღეს კიევში განაცხადა.

უკრაინის დედაქალაქში ამერიკელი მაღლჩინოსანი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს მიხედვით, კრემლის მიერ ინიცირებული გაზსადენი პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დიდი ხანია აშშ-სა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის, ასევე ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვისპირეთის ქვეყნების კრიტიკის ობიექტია. აღნიშნული გაზსადენის ოპონენტი სახელმწიფოები შიშობენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპის რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებას გაზრდის.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ ოპოზიცია ჯერ კიდევ მძლავრია და მათ რიცხვშია ამერიკის შეერთებული შტატებიც. აშშ-ის სენატი მალე მიიღებს კანონპროექტს, რომელსაც თემთა პალატა დაამტკიცებს, შემდეგ პრეზიდენტი ხელს მოაწერს და ამ დოკუმენტის მიხედვით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე სანქციები გამკაცრდება“, – განაცხადა პერიმ.