რიანა „იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩს დაესწრო
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს, რომელშიც „იუვენტუსი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ მასპინძლობდა, „ალიანც სთედიუმზე“ ცნობილი ამერიკელი მომღერალი რიანა იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავი იტალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბს „იუვენტუსის“ მაისურით გულშემატკივრობდა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დიბალას ულამაზესი გოლით ტურინელებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს.
Enjoy the game @rihanna! 😉
#JuveAtleti https://t.co/yuZ24pTHxb pic.twitter.com/sLrramEC9G— JuventusFC (@juventusfc) 26 November 2019