რიგაში დღეს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება
რიგაში დღეს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

რიგაში დღეს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ალიანსის ორდღიან მინისტერიალზე მიწვეული არიან საქართველო და უკრაინა.

როგორც მინისტერიალამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, შეხვედრაზე დიპლომატები იმსჯელებენ რუსეთის მიერ უკრაინაში და უკრაინის გარშემო სამხედრო ძალის მობილიზების საკითხზე, ასევე განიხილავენ ბელარუსის საზღვართან არსებულ მდგომარეობას და ავღანეთის საკითხს.

სტოლტენბერგის განცხადებით, რიგაში ნატო-ს წევრები საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ისაუბრებენ შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარებასა და რეფორმების საკითხზე.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ რეგიონში სიტუაციას საქართველოსა და უკრაინასთან. ისინი არიან ნატო-ს ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები, რომლებიც მიისწრაფვიან წევრობისკენ. ნატო მათ მხარს უჭერს როგორც პოლიტიკურად, ისე პრაქტიკულად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

დატოვე კომენტარი