რიჩარდ ჩარნეცკი - სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოიწვიოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, როგორც კანდიდატი ქვეყნები, ეს რომ არ მოხდეს, ეს იქნება ძალიან ხელსაყრელი პუტინისთვის
რიჩარდ ჩარნეცკი - სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოიწვიოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, როგორც კანდიდატი ქვეყნები, ეს რომ არ მოხდეს, ეს იქნება ძალიან ხელსაყრელი პუტინისთვის

სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოიწვიოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, როგორც კანდიდატი ქვეყნები, ეს რომ არ მოხდეს, ეს იქნება ძალიან ხელსაყრელი პუტინისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჩარდ ჩარნეცკიმ ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს.

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი დაესხა თავს 2008 წელს. პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს. მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობ მიმდინარე ხელისუფლებაზე, საქართველო იმსახურებს ადგილს ჩვენს პოლიტიკურ ოჯახში, რომელიც არის ევროკავშირი“, – განაცხადა ჩარნევიცკიმ.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ დაიმსახურეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება.

„ჩვენმა შემდეგმა სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოიწვიოს როგორც საქართველო, ასევე, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, როგორც კანდიდატი ქვეყნები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნებმა დაიმსახურეს ეს. ეს რომ არ მოხდეს, ეს იქნება ძალიან ხელსაყრელი პრეზიდენტ პუტინისთვის“, – განაცხადა ჩარნეცკიმ.