რიბერიმ ფლორენციელებს მხარდაჭერა გამოუცხადა
რიბერიმ ფლორენციელებს მხარდაჭერა გამოუცხადა

ფიორენტინას ფრანგმა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ, მსოფლიო პანდემიად გამოცხადებული კორონავირუსის გამო, ფლორენციის მაცხოვრებლებს და სრულიად იტალიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ძალიან ცუდი დრო დაგვიდგა, მაგრამ ამ მდგომარეობიდან ყველა ერთად გამოვძვრებით. გამაგრდით ფრანგებო და მამაცო იტალიელებო“, – განაცხადა რიბერიმ.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის გამო 1016 ადამიანი გარდაიცვალა, 12 ათასზე მეტი კი დაინფიცირდა.

ყველაზე მეტი შემთხვევა ლომბარდიის რეგიონში დაფიქსირდა.