რიად მაჰრეზი კარიერას კატარის ჩემპიონატში გააგრძელებს #1TVSPORT
ალჟირელი ფეხბურთელი რიად მაჰრეზი კარიერას კატარის ჩემპიონატში, „ალ-შამალის“ რიგებში გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, მხარეებს შორის მოკლევადიანი კონტრაქტი გაფორმდება. მაჰრეზი ბოლოს საუდის არაბეთის ჩემპიონატში, „ალ აჰლის“ რიგებში გამოდიოდა.
35 წლის მაჰრეზის საუკეთესო წლები „ლესტერსა“ და „მანჩესტერ სიტის“ უკავშირდება. ამ გუნდების რიგებში მან ინგლისის პრემიერლიგაში ჯამში ხუთჯერ მოიგო. 2023 წელს მაჰრეზი მანჩესტერულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
🚨🇩🇿 Riyad Mahrez has verbally agreed to join Qatari side Al-Shamal SC, here we go!
Deal in place on short term contract as Mahrez is set to complete the move after leaving Al Ahli last June.
All set to be sealed as @dzfoot report. pic.twitter.com/x8858zKT5K
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 3, 2026