რეზო გაბრიაძის ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“, რომლის ტელეპრემიერა ქართულ ენაზე ექსკლუზიურად საქართველოს პირველ არხზე გაიმართა, „​ნეტფლიქსზე“ დაიდო
რეზო გაბრიაძის ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“, რომლის ტელეპრემიერა ქართულ ენაზე ექსკლუზიურად საქართველოს პირველ არხზე გაიმართა, „​ნეტფლიქსზე“ დაიდო

ქართველი სცენარისტის, რეჟისორის, დრამატურგისა და მხატვრის, რეზო გაბრიაძის ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“, რომლის ტელეპრემიერა ქართულ ენაზე ექსკლუზიურად საქართველოს პირველ არხზე გაიმართა, „ნეტფლიქსზე“ დაიდო.

ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ („დედა, იცი, სად ვიყავი?“) ამერიკის კინოგაქირავებაში სახელით – Rezo ჩაეშვა.

ანიმაციური ფილმი რეზო გაბრიაძის ბავშვობის მოგონებების მიხედვით შეიქმნა. მთხრობელი და ილუსტრაციის მხატვარი თავად რეზო გაბრიაძეა; რეჟისორი კი, მისი შვილი ლევან გაბრიაძე. ანიმაციურ ნამუშევარში ავტორის 500-მდე ნახატი გამოიყენეს. ფილმს ორი წლის განმავლობაში კინოსტუდია ბაზილევსში იღებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ფილმის საავტორო თარგმანი, რომლის ტელეპრემიერაც მაყურებელს საქართველოს პირველმა არხმა 2020 წლის 12 თებერვალს შესთავაზა, თავად რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის.

ფილმმა, რომლის პირველი ჩვენებაც სიმბოლურად ქუთაისში, თეთრ ხიდზე შედგა, არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნამუშევარი წარდგენილი იყო „ოსკარზე“ და საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების შორთ ლისთში მოხვდა.

დატოვე კომენტარი