რეზინის ტყვიების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
რეზინის ტყვიების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

აიკრძალოს რეზინის ტყვიების მეშვეობით საპროტესტო აქციების დაშლა,- ამ მოთხოვნით „სამოქალაქო მოძრაობა“ პეტიციას ავრცელებს. საერთო ჯამში, 20 000 ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო.

როგორც „სამოქალაქო მოძრაობაში“ აღნიშნავენ, პეტიციას ხელი 2000 ადამიანმა უკვე მოაწერა.

„დაუშვებელია მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლა ისეთი იარაღით, რომელიც გამოიწვევს ადამიანების დასახიჩრებას ან სიკვდილს. იარაღის ინსტრუქციაში პირდაპირ მითითებულია, რომ მისი გამოყენება ადამიანის წინააღმდეგ, იწვევს სასიკვდილო ჭრილობებს. პოლიციის შესახებ კანონისმე-12 მუხლი, ადგენს იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლებელია გამოიყენებოდეს მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს. ამ ჩამონათვალში არსად არის ნახსენები რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობა. როგორც ჩანს, კანონში არსებული ჩანაწერი – „არალეტალური იარაღი“, პოლიციის მხრიდან აღქმულია როგორც რეზინის ტყვიების მომიტინგეების საპირისპიროდ გამოყენების შესაძლებლობა.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეიკრიბოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და ცვლილებები შევიდეს პოლიციის შესახებ კანონში. პირდაპირ აიკრძალოს, რეზინის ტყვიების მეშვეობით საპროტესტო აქციების დაშლა“,- წერია განცხადებაში.