რეზი ქოიავა - აბაშიძე-კარასინის ფორმატი საქართველოსთვის ისეთ უმთავრეს საკითხზე საუბარს არ ითვალისწინებს, როგორიც მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა
რეზი ქოიავა - აბაშიძე-კარასინის ფორმატი საქართველოსთვის ისეთ უმთავრეს საკითხზე საუბარს არ ითვალისწინებს, როგორიც მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა

აბაშიძე-კარასინის ფორმატი საქართველოსთვის ისეთ უმთავრეს საკითხზე საუბარს არ ითვალისწინებს, როგორიცაა მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, – ამის შესახებ პირველი არხის ანალიტიკოსმა, რეზი ქოიავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„საქართველოსა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრას სერიოზული მომზადება, სასაუბრო თემა სჭირდება და ამ თემების განხილვა აბაშიძე-კარასინის ფორმატს მიღმა უნდა მოხდეს. რა ფორმატში მოხდება ამ თემების შეთანხმება, ან, საერთოდ მოხდება თუ არა, ჯერჯერობით, ნათელი არ არის“, – განაცხადა ქოიავამ.

მისი თქმით, მთავარი საკითხი, რაც ამ შეხვედრაზე გაისმა, ე.წ. სავაჭრო დერეფნების საკითხია.

„შვეიცარიულ კომპანია SGS-თან შეთანხმებას ხელი რუსეთმაც მოაწერა. აბაშიძე-კარასინის ფორმატი ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ა.შ საკითხებში თანამშრომლობას ემსახურება და მომდევნო თვეების განმავლობაში, მხარეები სავარაუდოდ, ხელშეკრულების ჯეროვნად ამოქმედების საკითხით იქნებიან დაკავებული“, – განაცხადა რეზი ქოიავამ.