რეზა ფეჰლევი – ევროკავშირის მიერ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანა კრიმინალურ რეჟიმს სიგნალს უგზავნის, რომ მას გლობალური ლეგიტიმურობა არ გააჩნია
Reza Pahlavi, the son of Iran's toppled Shah Mohammad Reza Pahlavi, speaks during a press conference, Monday, June 23, 2025 in Paris. (AP Photo/Thomas Padilla)
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი ევროკავშირის მიერ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანას ეხმაურება.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ხაზს უსვამს მოცემულობას, რომ „გუშაგთა კორპუსს“ ლეგიტიმურობა არ გააჩნია.
„მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი კრიმინალურ რეჟიმს გზავნილს უგზავნის, რომ მას გლობალური ლეგიტიმურობა არ გააჩნია. ახლა ჩვენ გვჭირდება შემდგომი კონკრეტული ქმედებები ირანელი ხალხის დასაცავად და ირანის დემოკრატიისკენ მიმავალი ლეგიტიმური გარდამავალი მთავრობის მხარდასაჭერად“, – წერს ფეჰლევი.
ცნობისთვის, ევროკავშირმა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. ევროკავშირის მიერ ტერორისტულ სიაში შეყვანილი ორგანიზაციები ექვემდებარებიან სანქციებს, მათ შორის აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას.