ევროკავშირმა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა
ევროკავშირმა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა

ევროკავშირმა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს ნაბიჯი გადადგეს, რადგან, მისივე თქმით, „რეპრესიები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს“.

„ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც ათასობით საკუთარ მოქალაქეს კლავს, საკუთარი თავის დაღუპვისკენ ისწრაფვის“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.

ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების შეფასებით, დეკემბერსა და იანვარში ირანის უშიშროების ძალებმა, მათ შორის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, საპროტესტო აქციებზე ათასობით დემონსტრანტი მოკლეს.

ევროკავშირის მიერ ტერორისტულ სიაში შეყვანილი ორგანიზაციები ექვემდებარებიან სანქციებს, მათ შორის აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას.